შენგელიას მორიგი შესანიშნავი მატჩი და "ვირტუსის" მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდა" 85:79 დაამარცხა.

შენგელია, რომელიც გასული ტურის MVP გახდა, კვლავ შესანიშნავად გაისარჯა - 29:33 წუთში 19 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 18 იყო.

ბოლონიური გუნდი 3 მოგებით მეხუთე ადგილზეა და 27 ოქტომბერს საფრანგეთში "ვილერბანს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული