შენგელიას "ვირტუსი" გადამწყვეტ მატჩში "მილანთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ფინალის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" გასვლაზე "მილანთან“ 55:67 დამარცხდა.

"მილანმა“ სერია 4:3 მოიგო და ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი.

მასპინძლები პირველ მეოთხედში 15 ქულით დაწინაურდნენ (21:6), მეორე პერიოდში სტუმრებმა ანგარიშის 9 ქულამდე შემცირება შეძლეს. დიდი შესვენების შემდეგ ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა, უფრო მეტს ბოლონიელები, მილანელები დასკვნითი პერიოდის წინ 14 ქულით გავიდნენ წინ და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე.

შენგელიამ 32 წუთში 13 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი
მითვალა, 2-ჯერ ჩაჭრა და 6-ჯერ დაკარგა ბურთი. მასზე შედეგიანი 16 ქულით მხოლოდ მილანელი ლუიჯი დატომე იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დატორე არა. ჯიჯის გვარია დატომე. გაასწორეთ.
სტუმარი
11:16 24-06-2023
0
ასეთი რა ფანობა იყო რო ხუთივე თამასში სტუმარი განადგურდა
ნოდო
09:32 24-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული