შერმადინის 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ჩემპიონთა ლიგაზე "ტენერიფე" დამარცხდა და "მანრესას" მესამედ შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე კალათბურთში მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი შემარდინის "ტენერიფემ", რომელიც "მანრესასთან" 83:85 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 17 ქულით (4/4 თამაშიდან, 9/10 საჯარიმოს ხაზიდან), 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

საუკეთესო "ლენოვოს" ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გამარჯვებულთა შემადგენლობიდან ბრანსუ ბადიომ და დევინ რობინსონმა თანაბარი, 16-16 ქულა ჩააგდეს.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა. დარჩა გადამწყვეტი მესამე მატჩი, რომელიც 19 აპრილს, თბილისის დროით
20:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული