ცსკა მარტივ მამრავლებად იშლება - მოსკოვური კლუბი შენგელიას შენარჩუნებას იმედოვნებს

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დატოვა და Metaratings-ის ცნობით, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაში პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, დღეს ცსკა-მ განცხადება გაავრცელა და როგორც ჩანს, ლეგიონერების შენარჩუნებას იმედოვნებს:

"ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციითაა გამოწვეული, აგრეთვე შესაძლო შედეგებით, ცსკა თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა დატოვეს. უახლოეს ხანში სამშობლოში მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ფოიგტმანი გაემგზავრებიან.

მოთამაშეთა მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო რეგლამენტის დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეკიდება ყოველი კალათბურთელის
პერსონალურ ვითარებას. მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაციის ნორმალიზება მოხდება".

ცსკა-ს ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს, "ჟალგირისმა" არმიულ გუნდთან ნეიტრალურ მოედანზე თამაშზეც კი უარი განაცხადა, ხოლო VTB ლიგა ესტონეთის "კალევმა" და პოლონეთის "ზელენა გურამ" დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ხალხი სპორტია თუ ტაშფანდური რუსეთში თავისი ქვეყნის გამო არ მიდიან რა, საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან და აქ სამშობლო ვასახელო და სისულეეები საკუთარ უსინდისო სულს უხსენით და ამართლეთ.
სულ ფეხებზე მკიდია ვინ სად წავა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ყველაზე მაგარო ერო:
რატო არცერთი სომეხი არ აღმოჩნდა ვინც ბაქოში იმღერებს და მერე ამ სისულეებით არამც თუ თავს გაიმართლებს, ისე გოთვერნულად ლაპარაკობენ თითქოს აქეთ გვაქვს მადლობა მოსახდელი რო გვასახელა მოსკოვს, რატო აზერი არ აღმოჩნდა ერთი ერევანში მომღერალი? ებრაელი-თეირანში და პირიქით, გავაგრძელო მაგალითები?
ხოდა
12:40 04-03-2022
1
რაო????? ოჯახური პირობების გამოო???? აი რუსული პროპაგანდა.... იმედია ამ პირობებით კონტრაქტის შეწყვეტაზე თოკოს არ მოუწერია ხელი... (იმედია)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული