ჯეიმს ჰარდენის 43 ქულა! - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ჰიუსტონთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:126 დამარცხდა.

"პისტონსის" ქართველი მცველი ზაზა ფაჩულია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საბოლოო ჯამში პარკეტზე 7:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.

ზაზა ფაჩულიას მომენტები ჰიუსტონთან

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 43 ქულა მასპინძელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. კლინტ კაპელამ 27 ქულა
და 15 მოხსნა მიითვალა, კრის პოლმა კი 20 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტიდან" ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომელმაც 37 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ანდრე დრამონდმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ჰიუსტონი - დეტროიტი 126:124

ამ მარცხის შემდეგ "დეტროიტს" 15 შეხვედრაში 7 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 ნოემბერს კვლავ "ჰიუსტონთან", ამჯერად შინ, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

იუტა-საკრამენტო 110:119
დალასი-ბრუკლინი 119:113
სან ანტონიო-მემფისი 103:104
ჩიკაგო-ფინიქსი 124:116
კლივლენდი-ლეიკერსი 105:109
მილუოკი-პორტლენდი 143:100
მინესოტა-დენვერი 101:103
ატლანტა-ტორონტო 108:124
ბოსტონი-ნიქსი 109:117
შარლოტი-ინდიანა 127:109
ფილადელფია-ნიუ ორლეანი 121:120

altკლინტ კაპელა: დრაფტის შემდეგ დედას ვალი დავუფარე, რომელიც 20 წელი უნდა ეხადა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მუქთად მოპოვებული ოქროს ბეჭედი
ფანი
16:49 22-11-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული