ზაზა ფაჩულია: ის შესანიშნავია პარკეტზეც და მის გარეთაც

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონსმა" "ფილადელფია" 133:132 დაამარცხა, ყველაზე შედეგიანი კი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 50 ქულას მოუყარა თავი.

მატჩის შემდეგ მისი თანაგუნდელები მის მიმართ კარგ სიტყვებს არ იშურებდნენ. მათ შორის იყო ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც გრიფინი შეაქო.

"ალბათ, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საჯარიმოშიც და მის გარეთაც თავს შესანიშნავად გრძნობს, საოცარ ფორმაშია. ის ჭკვიანია, ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში განსხვავებულია. მოხარული ვარ, რომ თანაგუნდელები ვართ. ის შესანიშნავია პარკეტზეც და მის გარეთაც", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

"დეტროიტმა" სერიაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. 25 ოქტომბერს ქართველი კალათბურთელის
გუნდი "კლივლენდს" დაუპირისპირდება.

altბლეიკ გრიფინის ბენეფისი! - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფილადელფიას" მოუგო [VIDEO]


მომზადებულია Mlive.com-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული