კალათბურთი

ლეგიონერები

Eurohoops.net: გოგა ბითაძეს შეუძლია, ზაზა ფაჩულიაზე მეტს მიაღწიოს

AutoSharing Option
NBA-ს მომავალ დრაფტს სტატია ორმა საიტმა, Eurohoops.net-მა და Herosports.com-მა მიუძღვნეს, სადაც საუბარი გოგა ბითაძეზეცაა.

პირველ საიტზე ნათქვამია, რომ ქართველი კალათბურთელის გარდა, დრაფტზე კიდევ ლუკა დონჩიჩი, ძანან მუსა, მორიტც ვაგნერი, როდიონს კურუცსი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ისააკ ბონგა, ისუფ სანონი, ვასილის ხარალამპოპულოსი და არნოლდას კულბოკა დადგებიან.

რაც ყველაზე საინტერესო და სასიხარულოა, საიტმა გოგა შეაქო და დაწერა, რომ მას შეუძლია უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე ზაზა ფაჩულიამ.

რაც შეეხება Herosports.com-ს, აქ შემდეგი წერია:

"გოგა ბითაძე, უზარმაზარი ქართველი, არ ჰგავს ევროლიგის არაათლეტურ გიგანტებს. მას ნამდვილად კარგი
ბალანსი აქვს. მისი ძალა და ფეხით შესრულებული სამუშაო შთამბეჭდავია, ნახტომშიც კარგად ისვრის", - ნათქვამია სტატიაში.

▶ გოგა ბითაძე NBA-ზე: მიდის საუბარი რამდენიმე კლუბთან, მაგრამ...