გოგა ბითაძე NBA-ზე: მიდის საუბარი რამდენიმე კლუბთან, მაგრამ...

AutoSharing Option
გოგა ბითაძე NBA-ს წლევანდელ დრაფტზე დადგება. ეს მისმა მენეჯერმა მიშკო რაჟტანოვიჩმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

▶ გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე დადგება

Sportall.ge  კალათბურთელს დაუკავშირდა და ამ თემის შესახებ ესაუბრა.

- თქვენ NBA-ს დრაფტზე დადგებით...
- დიახ, ჩემი სახელი იქნება დრაფტზე, მაგრამ არ მაქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე დავტოვებ თუ არა ჩემს სახელს დრაფტზე.

- რატომ?
- არ ვიცი... შეიძლება შემდეგი წლისთვის გადავდო.

- რომელიმე კლუბთან თუ გაქვთ მოლაპარაკება? უცხოურ პრესაში იწერება, რომ არის "მინესოტას" ვარიანტი...
- რა თქმა უნდა, მიდის საუბარი რამდენიმე კლუბთან,
მაგრამ ჯერ ადრეა ამ კლუბებზე საუბარი.

- რომელ გუნდში გინდათ მოხვედრა?
- ნებისმიერ გუნდში მოხვედრა ძალიან გამიხარდება, სადაც კარგი როლი მექნება.

- ზაზა ფაჩულია დიდი ხანია NBA-ში თამაშობს. ამ თემაზე მასთან თუ ისაუბრეთ?
- არა, ზაზასთან ნამდვილად არ მისაუბრია.

- როგორ შეაფასებდით გასულ სეზონს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე?
- კლუბში შედარებით კარგი სეზონი იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. რაც შეეხება ნაკრებს, ვფიქრობ, რომ არცთუ ისე კარგი სეზონი მქონდა.

- თქვენი აზრით, ვინ გახდება წელს NBA-ს ჩემპიონი?
- ძალიან რთულია მაგის თქმა, რადგან ბევრი კარგი გუნდია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გუნდი "ტორონტო რეპტორსი" იქნება.

▶ NBA. პლეი ოფები: ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტის" მეტოქე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ ძმაო ტორონტო თუ გონია წელს ჩემპიონი.? მაშინ ჯობია კიდე ევროპაში იყო თორემ ნაღდად არ გცოდნია რახდება ნბა_ში....
megreli
17:42 16-04-2018
1

სიახლეები პოპულარული