კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე დადგება

AutoSharing Option
გოგა NBA-ს წლევანდელ დრაფტზე დადგება. ეს ბითაძის მენეჯერმა მიშკო რაჟტანოვიჩმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

nbadraft.net-ი მის მეორე წრეში არჩევას ვარაუდობს. დრაფტი 21 ივნისს ბრუკლინში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და სერბული "მეგა ბიმაქსის" 18 წლის კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

ადრიატიკის ლიგის დასრულებულ რეგულარულ სეზონში, სადაც "მეგა ბიმაქსმა" მე-9 ადგილი დაიკავა, გოგა საშუალოდ 11,8 ქულას, 6,9 მოხსნასა და 2,1 ბლოკს აკეთებდა.
ასევე დაგაინტერესებთ