თორნიკე შენგელია ევროლიგის პლეი ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 29-ე ტურში თორნიკე" შენგელიას "ბასკონიამ" სახლში თელ-ავივის "მაკაბი"  ანგარიშით 83:72 დაამარცხა.

თორნიკემ 19:46 წუთში 9 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.

5 აპრილს "ბასკონია" აუტსაიდერ "ეფესს" მასპინძლობს და ამის შემდეგ გაირკვევა შემდეგ ეტაპზე რომელ გუნდს შეხვდება.

"ბასკონია" 16 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ეს ტურნირზე ვიტორიული გუნდის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული