ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლაზე "ბარსელონას" ანგარიშით 86:73 სძლია.
თორნიკემ 21:06 წუთში 12 ქულა ჩააგდო (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ბასკონია" 15 მოგებით მე-8 პოზიციაზე მყარად დამკვიდრდა, რამეთუ მე-9 ადგილზე მყოფი თელ-ავივის "მაკაბი" სახლში "პანათინაიკოსთან" 75:76 დამარცხდა.
ვიტორიული გუნდი ახლა "მაკაბის" 2 ქულით უსწრებს და შემდეგ ტურში მასპინძლობს.