კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიამ ევროლიგაზე 1 000-ქულიანი ზღვარი გადალახა და ბამბერგთან" 100%-იანი სიზუსტე გამოავლინა [VIDEO]

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის 27-ე ტურში შინ "ბროზე ბამბერგს" შეხვდა ანგარიშით 103:79 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ტრავმამორჩენილმა თორნიკემ ტურნირზე 1 000-ქულიანი ზღვარი გადალახა, ამ შეხვედრაში კი 12:08 წუთში მისმა ყველა ნატყორცნმა ბურთმა მიზანს უწია - 11 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, ორჯერ ჩაჭრა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 პერსონალური მიიღო და
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო.

მეტსაც მიაღწევდა ამ მატჩში, მაგრამ გ
ამარჯვებულის ვინაობა ადრევე გაირკვა და მწვრთნელმა არ დატვირთა.

ამ მატჩის შემდეგ "ბასკონია" 14 ქულით მე-8 ადგილზეა, უახლოეს მდევარს, თელ-ავივის "მაკაბის", რომელიც გუშინ სტამბულში "ფენერბახჩესთან" დამარცხდა, 1 ქულით უსწრებს და 24 მარტს გასვლაზე "ბარსელონას" ხვდება.


ასევე დაგაინტერესებთ