კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი შერმადინი 6 კვირა იუქმებს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, მალაგას "უნიკახას" ქართველ ცენტრალურ თავდამსხმელს გიორგი შერმადინს მიღებული ტრავმის გამო 6 კვირა გაუცდება.

გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ პლაცამ განაცხადა, რომ გიორგის არყოფნისას თამაშის გადაწყობა მოუწევთ და გამოსავალი უნდა მოძებნონ.

გუშინ "უნიკახა" შერმადინის გარეშე ევროლიგაზე მოსკოვში ცსკა-სთან გაფარჩაკდა - 76:101.