თორნიკე შენგელიას 30 ქულა "ბარსელონასთან" და "ბასკონიას" დასანანი მარცხი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" 30 ქულა ჩაუგდო, მისი "ბასკონია" ესპანეთის თასის 1/4 ფინალში მაინც დამარცხდა "ბარსელონასთან" 7 585-იან "პალაუ ბლაუგრანაზე" 90:94 და გათამაშებას გამოეთიშა.

თორნიკემ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. არა, კი არ ითამაშა, იფრინა, თავისი გუნდის ქულების 1/3 მოაგროვა და რაოდენ სამწუხაროა ვიტორიელთა წაგება. თუმცა, კიდევ უფრო სამწუხარო ქართველი კალათბურთელის ვიტორიულ გუნდში ასპარეზობაა, რამეთუ ის აშკარად მეტს იმსახურებს.

თავად განსაჯეთ, შენგელიამ 30:52 წუთში 30 ქულა ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 17-დან 15 საჯარიმო!), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 1
შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მარგი ქმედები კოეფიციენტით (40) მატჩის MVP გახდა.

ცნობისათვის, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი თოკოს შემდეგ მისი თანაგუნდელი როდრიგო ბოუბუა იყო (22), ხოლო "ბარსადან" ტომას ჰეურტელი (20).

მარგი ქმედების კოეფიციენტით მეორე მაჩვენებელი კი ჰეურტელს ჰქონდა (27).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ რამედ მარტო თორნიკეს მიერ რაკიმ სანდერსისთვის ბურთის დაფარება ღირდა.

ხუთშაბათს "ბასკონია" ევროლიგის" მორიგ ტურში მოსკოვში ლიდერ ცსკა-ს ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი მსაჯიც მიეხმარა ცოტა ბარსას, მაგრამ ბოლო წუთების გათვალისწინებით ბასკონია ფაქტიურად თვითონ უფრო მიეხმარა ბარსას მოგებაში. განსაკუთრებით 7 ნომერი. დასანანი მარცხი იყო.
0
ამ კაცს აშკარად უჭერს ეს გუნდი, გრანდი სჭირდება ფრთების გასაშლელად და ფრენა მერე ნახეთ
grego
10:15 17-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული