"პანათინაიკოსს" თორნიკე შენგელიას დამატება სურს

AutoSharing Option
ბერძნული საიტის, sdna.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პანათინაიკოსს" "ბასკონიას" ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გადაბირება სურს.

ბერძნული კლუბი, როგორც ყოველთვის, მიმდინარე სეზონშიც დიდი მიზნებისთვის იბრძვის და ამიტომ გაძლიერება ესაჭიროება.

შენგელია კი მიმდინარე სეზონში "ბასკონიას" რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს.

ქართველი "ევროლოგის" მე-14 ტურის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.


შენგელია "ბასკონიას" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავს.

"პანათნაიკოსი" მიმდინარე ევროლიგაზე, 10 მოგებითა და 4 მარცხით, მე-3 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გადახვიდე, რა! მერეც აღარ ეყოლები ნაკრებს
zuka
23:43 28-12-2017
1
რა უნდა საბერძნეთში თუ ძმა ხარ.
bobi
18:03 28-12-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული