კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-14 ტურის MVP გახდა

AutoSharing Option
"ბასკონიას" ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს ამერიკელ ლეგიონერ კორი ჰიგინსთან ერთად "ევროლიგის" მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შენგელიამ მე-14 ტურში "ბარსელონასთან" 85:82 მოგებულ მატჩში 29:28 წუთი ითამაშა და 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ 24 ქულაც და მოგროვებული სარგებლიანობის ინდექსიც, რომელიც 31-ია, შენგელიასთვის ევროლიგაში პირველად გახდა სარეკორდო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ