კალათბურთი

ლეგიონერები

Powcast.net: ზაზა ფაჩულიას უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს

AutoSharing Option
30 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას თამაში ამერიკულმა საიტმა Powcast.net-მა დადებითად შეაფასა:

"ზაზა ფაჩულია პარკეტზე 100% სიზუსტით ისროდა. მან 11 ქულა ჩააგდო. ეს არ არის შთამბეჭდავი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 14 წუთი ითამაშა, 6 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა, მივხვდებით, ზაზამ თავისი თამაშით უზარმაზარი წინსვლა განიცადა.

ფაჩულიამ ასევე დიდი როლი ითამაშა "დიდი ბიჭების" გაჩერებაში. ბრუკ ლოპესმა მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა, ხოლო ენდრიუ ბოგუტმა - მხოლოდ ორი.

დასკვნა:
ზაზას უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, რათა მან საკუთარი თავი სრულად წარმოაჩინოს. მან უკვე გააკეთა ცოტა რამ პროგრესისთვის. "უორიორსი" აუცილებლად გაძლიერდება, თუ ფაჩულია საკუთარ თავს ბოლომდე გამოავლენს.

"გოლდენ სტეიტს" არა აქვს ქულების პრობლემა, მათ სჭირდებათ: მეტი მოხსნა, ბლოკები, ჩაჭრები და ა.შ."