ბითაძის 6 ქულა და "მეგა ბიმაქსის" წაგება ბელგრადში

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის მე-9 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ბელგრადში დამარცხდა FMP-სთან 88:96.

გოგამ 22:26 წუთში 6 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 0 საქმქულიანი) და ხუთჯერ მოხსნა ბურთი.

"მეგა ბიმაქსიდან" ყველაზე შედეგიანი 22 ქულით სინოვეცი იყო, ხოლო დედაქალაქური გუნდიდან ამდენივე ქულა კოვიჩმა ჩააგდო.

ბითაძის გუნდი სატურნირო ცხრილში 3 მოგებით ჯერჯერობით მე6 ადგილზეა. ტურის დანარჩენი თამაშები დღეს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული