ზედიზედ 14! - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონი" ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ბოსტონ სელტიქსს" ესტუმრა და ანგარიშით 88:92 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "სელტიქსი" ვერ გააჩერეს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 (!) გამარჯვება მოიპოვა.

არადა, "ბოსტონს" სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გორდონ ჰეივორდი.

"უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. სამწუხაროდ, მას თანაგუნდელებმა
მხარი ვერ აუბეს. სტეფ კარიმ 9 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა - 13, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 11.

"ბოსტონიდან" ჯეილი ბრაუნმა 22 ქულა მიითვალა, ელ ჰორფორდმა - 18 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო კაირი ირვინგმა 16 ქულა ჩააგდო.

ამ მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 11 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, ხოლო ამ დილით "ჰიუსტონმა" "ფინიქსი" 142:116 გაანადგურა და დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

"სელტიქსმა" ოკლენდელების 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 19 ნოემბერს, სტუმრად "ფილადელფიასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ და რა ვერ შეაჩერა? ჯერ თამაშს უყურეთ ლაივში ბოლომდე და მერე სტატია გამოაცხეთ ხოლმე.
ბოსტონმა კი არ მოიგო ეს თამაში, რომელიც გოლდენზე ათი თავით სუსტი იყო დღეს, ვარიორები დამარცხდნენ თავიანთი უამრავი შეცდომების წყალობით, რაც მესამე მეოთხედში დაეწყოთ მას შემდეგ, როდესაც კერიმ ზაზა გაიყვანა თამაშიდან და ამით ბრწინვალედ აწყობილი და მოთამაშე დაცვა დაასუსტა, ზაზამ კი ამ სეზონის საუკეთესო თამაში ითამაშა დღეს.
თამაში წააგეს პირველ რიგში ტომპსონმა და ლივინგსტონმა, რომლებმაც სროლების 99%-ი გააცუდეს და არ შეცვალეს არაფრით, გოლდენს სასტარტო ხუთეულით რომ დაესრულებინა ეს თამაში, ძალიან ადვილად მოუგებდა ბოსტონს, იმიტომ რომ, ზაზამ სამი მეოთხედი ძალიან კარგად ჩაკეტა დღეს ჰორფორდი, ირვინგი და ბეინსი.
tanto
10:46 17-11-2017
1
აშკარად მერე დაერხათ, რაც ზაზამ აღარ ითამაშა.
irakli
14:13 17-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული