გიორგი შერმადინის 3 ქულა და "უნიკახას" განადგურება "რეალთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის წინა ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" 30 ქულით დამარცხებულმა მადრიდის "რეალმა" მე-8 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახაზე" იყარა ჯავრი 89:57.

რაც შეეხება შერმადინს, ისევე როგორც კაუნასის "ჟალგირისთან", ამჯერადაც ოდენ 3 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან 15:02 წუთი ითამაშა, 2-დან 0 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და სამჯერ დაკარგა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მისი გუნდიდან 10-10 ქულით ყველაზე შედეგიანები დრაგან მილოსავლევიჩი და ალბერტო დიასი იყვნენ, ხოლო ორივე გუნდიდან ბლანკოსელი ჯეისი კეროლი (17).

"უნიკახა" 3 მოგებით სატურნირო
ცხრილში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული