შერმადინის 3 ქულა და "უნიკახას" წაგება ოვერტაიმში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-7 ტურში მალაგას "უნიკახა" შინ დაძაბული მატჩის ოვერტაიმის უკანასკნელ წამზე დამარცხდა კაუნასის "ჟალგირისთან" 83:85.

ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი 12:52 წუთში თავის გუნდს ოდენ 3 ქულით შეეწია (2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა და ორჯერ დაკარგა ბურთი.

მის გუნდში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით რეი მაკალუმი იყო, ხოლო "ჟალგირისში" კერვინ კანგოსი (21).

"უნიკახა" სატურნირო ცხრილში 3 მოგებით მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დათო,ვერაფერი კალათბურთელები ესპანეთის ჩემპიონატის წლიურ,სიმბოლურ ხუთეულში ვერ შედიან.სხვა საქმეა,რომ ახალ გუნდს ვერ მოერგო და შარშანდელივით ვერ თამაშობს.6-დან ერთი ჩაგდებული ჯარიმა...შარშან 6-დან ერთზე ნაკლებს აცდენდა.არა რა,ეგ უმიზეზოდ არ იქნება.ან ტრავმაა,ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზი.
სოსო
12:44 15-11-2017
1
ვერაფერი კალათბურთელი ვერ არის, სამწუხაროდ შერმადინი. ძალიან მოუქნელად მოძრაობს პარკეტზე და არაეფექტურია, ფარქვეშაც ვერ არის თავისი სიმაღლის შესაფერისად ყოჩაღი. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა ეს ყოველივე. მოკლედ, შენგელია არის ამჟამინდელი თაობის უპირობო ლიდერი და ნათელი წერტილი. შესაბამისად, სწორედ მან უნდა იკისროს ნაკრებში ლოკომოტივის როლი.
დათო
11:04 15-11-2017
1

სიახლეები პოპულარული