გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 18 წლის წევრ გოგა ბითაძეს ახალ სეზონში სერბული "მეგა ბემაქსის" რიგებში დიდებული სტარტი გამოუვიდა.

სერბულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგა 2 მოგებითა და 1 მარცხით დაიწყო. ამ სამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბითაძე იყო, რომელიც პირველ გუნდში ამ სეზონის წინ გადაიყვანეს და პროფესიონალებში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს.

Gigantes.com ამტკიცებს, რომ ქართველი კალათბურთელი, რომელიც ზაფხულში Adidas Next Generation-ის ტურნირში მონაწილეობდა, სულ მალე კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

"მისი გვარ-სახელი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ NBA-ს 2018 წლის დრაფტისათვის. მეტიც, სავარაუდოდ, მას პირველ
წრეში აირჩევენ. 210-სანტიმეტრიანი სიმაღლის ცენტრი ფარქვეშ დომინირებს. მას შეუძლია სროლა ნებისმიერი პოზიციიდან, მათ შორის, სამქულიანებისაც", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონის პირველ სამ თამაშში საშუალოდ 16,3 ქულასა და 6,3 მოხსნას აკეთებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 18 ქულა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ თამაშში.

აქვე გეტყვით, რომ Eurobasket.com გოგა ბითაძეს ევროპელ ტალანტებში მე-14 ადგილს ანიჭებს 1999 წელს დაბადებულთა შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩარ მაგარი ბიჭია იმედით ვართ განჭყობილი, ისე იქნებ ვინმემ იცოდეს და მიპასუხოს რატომ მოექცნენ ასე ცუდად ცქიტიშვილს , რატომ მოგვაკლეს ეს უდაოდ ტალანტი კალათბურთელი.
ზურაბი,
22:24 17-10-2017
0
არამგონია ჩვენზე ნაკლებად იცოდეს ამის ნბაში წამყვანმა კალათბურთი უბრალოდ ზოგი ეწყობა ნბას და ზოგი ვერა.ძაან ბევრი ძლიერი მოთამაშე ბრუნდება ხოლმე ევროპაში იქედან ვერ ეწყობიან სიტუაციას და მეტი არაფელი.ვუსურვებ ფაჩულიას გზა გაევლოს და დიდი კალათბურთი ეთამაშოს.
ზაზა
12:55 13-10-2017
0
სიახლეები პოპულარული