თორნიკე შენგელიამ დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ საკუთარ დაბადების დღეს კარგი საჩუქარი მიიღო.

ესპანური "ბასკონიას" ქართველ ლიდერს ფეხის ტრავმა ჰქონდა და ის მოედანს 5 ოქტომბერს, თავის 26-ე დაბადების დღეს დაუბრუნდა და მისმა გუნდმაც მოიგო.

ბასკურმა კლუბმა შინაურ კედლებში "ესტუდიანტესს" იოლად - 94:76 სძლია, ქართველი ფორვარდი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:19 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბასკონია" მე-3 ტურის მატჩს 7 ოქტომბერს, სტუმრად,
"გრან კანარიასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული