კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი შერმადინმა "ბურგოს" 6 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მალაგას პრიმერა დივიზიონის დებიუტანტი "ბურგოსი" ესტუმრა, რომელსაც უნიკახელებმა 93:72 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა. შერმადინმა 13:01 წუთში 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას 3 მოხსნა და 2 პასი წაამატა; ამასთან, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"უნიკახა" მე-3 ტურის შეხვედრას 8 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც "ფუენლაბრადას" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით