კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი შერმადინმა და "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ახალ კლუბ "უნიკახასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. მისი გუნდი "მურსიას" ესტუმრა და 74:64 დაამარცხა.

გიორგი სათადარიგო იყო, 13 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. "უნიკახას" ბომბარდირი 15 ქულით ჯეფ ბრუკსი გახდა.

შერმადინის თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, "სან პაბლოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"