BLEACHER REPORT-ის პროგნოზი ზაზა ფაჩულიასთან მიმართებაში

AutoSharing Option
BLEACHER REPORT-მა NBA-ს ჩემპიონი "გოლდენ სტეიტის" სატრანსფერო სიახლეები საფუძვლიანად შეისწავლა და დაასკვნა, რომ გუნდი ახალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ის უპრობლემოდ მოიგებს რეგულარულ სეზონს.

ანალიტიკური საიტი სასტარტო ხუთეულის კალათბურთელების სეზონის სავარაუდო სტატისტიკასაც აქვეყნებს. ბუნებრივია, პირველ რიგში, საიტის პროგნოზი გვაინტერესებს ზაზა ფაჩულიასთან მიმართებაში - 2017/18 წლების სეზონში ზაზა საშუალოდ 6,2 ქულასა და 5,8 მოხსნას გააკეთებს. მისი სროლის პროცენტი იქნება - 54,3%.

ვნახოთ, რამდენად ზუსტი იქნება ეს პროგნოზი. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ზაზამ საჩემპიონო სეზონში 70 შეხვედრაში საშუალოდ 6,1 ქულა
და 5,9 მოხსნა მიითვალა, თამაშიდან სროლის პროცენტი კი 53,4% იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული