კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

გრეგ პოპოვიჩი: რამდენიმე მოთამაშე მოვინიშნე

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კვლავაც თელ-ავივშია და ევრობასკეტზე B ჯგუფის თამაშებს ესწრება. ამერიკელმა სპეციალისტმა FIBA TV-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ყოველთვის ინტერესდებოდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატით, აგრეთვე დაამატა, რომ რამდენიმე მოთამაშე მოინიშნა, რომლებიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშს შეძლებდნენ.

"უკვე დიდი ხანია მიყვარს ევრობასკეტის მატჩებისთვის თვალის დევნება. არც ახლა შეცვლილა არაფერი, - ამბობს პოპოვიჩი. - მომწონს ბრძოლა ყოველ მატჩში, აქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან.

ტურნირზე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, აგრეთვე კალათბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, შეუმჩნეველნი დარჩნენ NBA-ის წარმომადგენლებისთვის. ჩავინიშნე
რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც, ჩემი აზრით, აქვთ ჩვენს ლიგაში ათამაშების პოტენციალი".

პოპოვიჩმა გაექცა კითხვას იმის შესახებ, თუ ვის გულშემატკივრობს ამ ევრობასკეტზე: "დიდად არ მანაღვლებს - ვინ მოიგებს ან წააგებს. ტურნირი ისედაც საინტერესოა და უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ თამაშების ცქერისგან".

ინტერვიუს დასასრულს "სან ანტონიოს" დამრიგებელმა კომპლიმენტები არ დაიშურა ევრობასკეტის მიმართ: "ჩემპიონატი ყოველ ჯერზე უკეთესია, წელს კი საუკეთესო ტურნირია, რაც აქამდე მინახავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"