fullbasket-მა თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მე-4 ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
ესპანურმა საკალათბურთო გამოცემა fullbasket.es-მა ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მოხვდა.

საქართველო-ისრაელის მატჩში, რომელიც ოვერტაიმში ჩვენი გამარჯვებით, 104:91 დამთავრდა, თორნიკემ 40 წუთში 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ შენგელია სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩევა.

სიმბოლურ ნაკრებში აგრეთვე არიან:

ნიკოლა ვუჩეჩი (ჩეხეთი-მონტენეგრო 75:88):17 ქულა, 14 მოხსნა, 3 გადაცემა.
იანის ტიმმა (რუსეთი-ლატვია 69:84): 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა.
პეტერ კოპონენი (საბერძნეთი-ფინეთი 77:89) 24 ქულა, 2 მოხსნა, 6 გადაცემა.
ტომას ჰორტელი
(პოლონეთი-საფრანგეთი 75:78) 23 ქულა, 4 მოხსნა, 6 გადაცემა.

Sportall.Ge

- ისრაელი-საქართველო 91:104 - ერთი ომიც! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული