კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ოლიმპიადის კენჭისყრა ჩატარდა - რა გზა უნდა გაიაროს და რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ მიესში ოლიმპიადის წილისყრა გაიმართა.

როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის 1 საგზურისთვის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით რიგაში იბრძოლებს. ერთ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, ხოლო მეორე ქვეჯგუფში - ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო. პირველი და მეორეადგილოსნები ნახევარფინალში შეხვდებიან, შემდეგ ფინალი ჩატარდება, რომელშიც გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.

დღეს გაირკვა, რომ რიგის ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიადაზე B ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ