კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა, მეორე ეტაპზე კი ორივე მატჩი დათმო და მომდევნო რაუნდში ასპარეზობას ვერ გააგრძელებს, თუმცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლემა მოიპოვა. ავსტრალიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ჩვენი გუნდის თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

ბერძენმა მწვრთნელმა თქვა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, რასაც ულოცავს კიდეც, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება განსაკუთრებული მოვლენა იყო, იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე ეგონათ, ამაყობს შეგირდებით და მადლობას უხდის იაპონიაში მხარდასჭერად ჩასულ
გულშემატკივრებს.

"ნაკრებში გატარებული 8 წლის შემდეგ ასე დასრულება ძნელია, ახლა ჩემი განცდების გადმოცემა მიჭირს, მიყვარს ჩემი თითოეული კალათბურთელი და ქვეყანა. მადლობა ყველაფრისთვის. თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად. ამ გუნდში საკუთარი გული და სული ჩავდე", - დასძინა ზუროსმა.

ასევე დაგაინტერესებთ