ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..

AutoSharing Option
გულშემატკივრების დიდი ყურადღება კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად იასპარეზებს, ამასობაში კი ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას პირველ მატჩს ველით - ესენი უქმეების მთავარი ამბებია.

ილიას ზუროსის გუნდი დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე, კაბო ვერდეს ისტორიულ დაპირისპირებაში ეთამაშება. საქართველოს ნაკრების წნეხი იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფის ყველაზე სუსტი მეტოქის დამარცხება აუცილებლად გვჭირდება. ჩვენი კალათბურთელების უპირატესობა სამივე შეხვედრაში სამწამიან ზონაში უნდა იყოს, ტანმაღალი ლიდერების თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - შენგელია, მამუკელაშვილი, შერმადინი, ბითაძე...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს
შანსი ცუდ ფორმაში მყოფ ვენესუელასთანაც ექნება და აშკარა ფავორიტ სლოვენიასთანაც. მთავარია, მარტივი შეცდომები ავირიდოთ, საკუთარ ფართან მეტოქეებს სროლისთვის მეორე შანსი არ მივცეთ, პერიმეტრიდან ტყორცნებზე მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ და თავადაც მოვახერხოთ შორეული სროლების კალათში მოთავსება.

მოგეხსენებათ, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია მსოფლიო ჩემპიონატს 25 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში უნასპინძლებს. ზუროსის გუნდი 28 (15:30 სთ) და 30 (12:00 სთ) აგვისტოსაც იასპარეზებს. მესამე ტურის მატჩი ვენესუელის წინააღმდეგ იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს...

რაც შეეხება "ნაპოლის" - გუნდმა ტიტულის დაცვა მშვენივრად დაიწყო, ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა, მაგრამ ახლა პოტენციურად, უფრო რთული გამოცდა ელით, საკუთარ "დიეგო მარადონაზე" "სასუოლოს" წინააღმდეგ - კვირას, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

Sportall.Ge

ჯაკომო რასპადორიმ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და საკუთარ მარცხენა ფლანგზე ადგილს დაიკავებს. კაიუსტეს კარგი დებიუტი არ გამოუვიდა, ზამბო ანგისას კი პირველივე წუთიდან ველით. საინტერესოა, ისევ ოლივერას ვნახავთ თუ სასტარტოში მარიო რუის ვიხილავთ.

"კვარას" უახლოეს მეტოქესთან კარგი მოგონებები აკავშირებს, "ატალანტას" კარში გატანილი შედევრის შემდეგ ყველაზე კარგი გოლი მათ გაუტანა.

მატჩს 35 წლის ანტონიო გიუია განსჯის.

altილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას წინასატურნირო პრესკონფერენცია

altკვარაცხელია - ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო ამბებით - როგორ უნდა გავიგოთ ხელფასზე მსჯელობა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა იმედია გაიპარსები და გაიკრიჭები ეგეც საჭიროა
rembo
11:26 26-08-2023
1
რაგბი ტესტ-მატჩია. ასე კიდევ ბევრი რამის დაწერა შეეძლო, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოზე პირველ თამაშს და ხვიჩას ვერაფერი გადაწონის
@-ს
06:12 26-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული