კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ორი მატჩი გაიმართა.

ესპანეთმა რეიკიავიკში ისლანდია 80:61 დაამარცხა, ხოლო იტალიამ ლივორნოში უკრაინა - 85:75.

ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლაში საქართველო ფავორიტია, რომელსაც ბოლო ტურის წინ 5 მოგება აქვს. ისლანდია 1 მოგებით ჩამოგვრჩება, უკრაინა კი - ორით და უშანსოდ დარჩა.

26 თებერვალს, ფინალის ტოლფას მატჩში, საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა 2 ქულით წაგებითაც მიაღწევს მიზანს, მაგრამ ცხადია, საქმე აქამდე არ
უნდა მივიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ