კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საბერძნეთს 37:34 ამარცხებს.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34 მოვიგეთ.

ასევე დაგაინტერესებთ