კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისრაელთან თბილისში მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დახურული იყო - ამჯერად 68:81.

ჩვენი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკალაშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო. სტუმართაგან 12 ქულა გაი პნიკის ანგარიშზეა, ტომერ გინატმა კი 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. იამ მადარმაც 10 ქულა ჩააგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ათენში გამართავს, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ