კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, დღეს ვლადიმერ ბოისამ და ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ნაკრების დანაკლისზე ისაუბრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.

- პირველ რიგში თქვენ იცით რა სიტუაციაა, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე თამაში. პირველად ხდება რომ ჩარტერით მივდივართ ავსტრიაში და ეგრევე ვბრუნდებით უკან, რომ დავისვენოთ და მოვემზადოთ გერმანიის წინააღმდეგ.

"ბასკონია" არის გუნდი რომელმაც ევროლიგის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და თორნიკე შენგელიას პრინციპულად არ გამოუშვებდა , რაც შეეხება "უნიკახას" მალაგას მერი იყო ჩართული რომ შერმადინი გამოეშვათ. ჩასულიც ვიყავით, საქართელოს ელჩიც იყო ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ვერ მოხერხდა შენგელიასა და შერმადინის გამოშვება.

გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს და წინასწარ
იყიდონ ბილეთები. რადგან თუ ავსტრიაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ძალიან რთული იქნება ბილეთების მოძიება. ახლა ნაკრებს ყველაზე მეტად ქომაგის
მხარდაჭერა ჭირდება. იმედი მაქვს ორივე მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ.



ასევე დაგაინტერესებთ