კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯრის დასრულების შემდეგ ფიბამ ეროვნული ნაკრებებისთვის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები, სერბეთთან და გერმანიასთან დამარცხების მიუხედავად, რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და სადღეისოდ რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია.

წინა რეიტინგში საქართველოს ნაკრები, შესაბამისად, 28-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ეს გახლავთ მსოფლიო რეიტინგის ადგილი, ხოლო ევროპის კონტინენტზე საქართველოს მე-16 საფეხური უკავია.

Sportall.Ge
Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ