კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

მიხეილ ბერიშვილი: დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა პრესკონფერენციაზე სერბეთი-საქართველოს მატჩის შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კარგი შეხვერდა იყო და სერბეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში. მე ვფიქრობ, ჩვენ პირველ მეოთხედში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა. შევეცდებით, მომავალში ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში", - თქვა ბერიშვილმა.

მიხეილ ბერიშვილმა 26 წუთში 11 ქულა ჩააგდო. თბილისის "დინამოს" კალათბურთელმა კარგი სიზუსტე გამოავლინა, 4-დან 3 სამქულიანი და ერთი ორიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ