კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

გოგა ბითაძე: მატჩის ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ გერმანიასთან (70:79) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბევრი ვიმუშავეთ და მთელი ძალით ვეცადეთ. თამაშის ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს ახალი გუნდია, ახალი კალათბურთელებით და რთულია ასეთ მოკლე დროში გუნდის შეთამაშება. სერბეთთან მომვალი შეხვედრა ძალიან რთული იქნება", - თქვა ბითაძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევის მომდევნო მატჩს საქართველო სტუმრად სერბეთთან 27 ნოემბერს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ