კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კალათბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გუნდს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ ცინცაძემ გაზეთ "ლელოსთან" განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 24 ნოემბერს გერმანიას ესტუმრება, ხოლო 27 ნოემბერს - სერბეთს.

ცინცაძეს, ევრობასკეტიდან მოყოლებული, ფეხის ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს გიორგიმ ევრობასკეტის პირველ მატჩში კოჭი გადაიბრუნა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ტრავმირებულმა ითამაშა.

მომზადებულია Lelo.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ