საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აქამდელ რეიტინგში ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების - საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ნახტომი ჰოლანდიამ (+38), მონტენეგრომ (+37), ისლანდიამ (+37), ესტონეთმა (+35) და პორტუგალიამ (+26) გააკეთეს, თუმცა ეს ნაკრებები იმდენად დაბლა იყვნენ, რომ ამხელა პროგრესის შემდეგაც არ არიან საქართველოზე წინ.

ხსენებული ნაკრებებიდან ყველაზე ახლოს ჩვენს ნაკრებთან მონტენეგროა, რომელმაც 72-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა.

რეიტინგს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთი.

Sportall.Ge

მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ აგვისტოსა და სექტემბერში ამხანაგური მატჩიც მოუგო, და ევრობასკეტზე - ოფიციალურიც.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა მიიღოთ შეჯიბრებებში,ეგაა თქვენი დევიზი ფიბას მეტი რა უნდა ვინ რომელ ადგილზეა არ ჰკიდია?
0
ხო უყურებთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებზე როგორი ვაჭრობა და ფულის კეთება მიდის? ანალოგიურადაა კალათბურთშიც,არაფრის მომტანი რეიტინგში პირველიც იყავით თუ გინდათ, ამით მოგემატებათ რამე? თქვენი სახე ევრობასკეტმა გვანახა
zepi
10:15 16-10-2017
0
ევრობასკეთზე წარმატებისთვის დააწინაურეს ალბათ, ეგ თქვენი ფიბაც ფიფაც და უეფაც მაგარი კორუმპირებულები არიან, თუ ერთი თამაშის მოგებისთვის 19 საფეხურით აწინაურებენ ნაკრებს (რომელიც ჯგუფში ჩარჩა)მაგარი ორგანიზაცია ყოფილა
1
ოთო სრულ სიმართლეს წერს. რაგბის პროფესიონალურ დონეზე მართლაც ძალიან ცოტა ქვეყანაში თამაშობენ და შესაბამისად, ნაკრებიც მხოლოდ 30 ქვეყანას ყავს(მეხანძრეების და მეთევზეების ნაკრებებს არ ვგულისხმობ). რაც შეეხება რაგბის თამაშზე მაყურებელთა დიდი ოდენობით დასწრებას და კლუბების დიდ რაოდენობას, ეს მხოლოდ 12-15 ქვეყანაშია. ფეხბურთს და კალათბურთს კი მთელ მსოფლიოში თამაშობენ და პროფესიონალების ჩემპიონატები ტარდება.
ლადო
17:49 12-10-2017
4
კაია! მაგამ მაგ მიღწევას მინიმუმ შენარჩუნება უნდა ბიძია. აწი რას ვიზამთ ეგაა საკითხავი
1
კარგია მაგრამ არასამართლიანი არ მგონია ნგერიას და ირანის ისლამურ სახელმწიოს ჩვენზე მაგარი ნაკრები ყავდეს
5
მასე რა, გაგვახარეთ..წინსვლა და ბევრი გამარჯვება ...
KING
15:17 12-10-2017
0
კალათბურთი - 28
რაგბი - 12
ფეხბურთი.... 103
ქუთაისელი
14:16 12-10-2017
1
ვინ თქვა რომ რაგბის 25 ქვეყანაში თამაშობენ? 150-ზე მეტი ქვეყნის ნაკრები, ათასობით კლუბი და ჩემპიონატებზე უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე ფეხბურთზე. ესაა რაგბის სტატისტიკა. სამი თაობის თავდადებით მიღწეული წარმატებისთვის ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა ვერაა მადლიანი საქმე.
ოთოს
12 ოქტომბერი 2017 17:21
2
არ გეწყინოთ რაგბის მოყვარულებს, მაგრამ რაგბის რეალურად 20, ჰა და ჰა 25 ქვეყანაში თამაშობენ. ასე რომ, რაგბის მე-12 ადგილი ფეხბურთის 103-ე თუ არა, მე-80-ზე უკეთესი ნამდვილად არ არის.
სპორტის გუნდურ სახეობებში კალათბურთს მართლაც საუკეთესო შედეგი აქვს. ახალგაზრდებშიც მეტი ჟინი იგრძნობა. გაიხსენეთ, 16 წლიანებმა როგორ ითამაშეს ევროპაზე.
ოთო
12 ოქტომბერი 2017 16:46
12
ყველა გამოხმაურება
ჯიგრები ხართ !!! გაიხარეთ !!!
2
სიახლეები პოპულარული