კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დღეს ზუროსი ჩამოდის

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია, თუმცა ილიას ზუროსთან შეთანხმება მიღწეულია და მალე ახალი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.

ბოლო ინფორმაციით, ბერძენი სპეციალისტი საქართველოში დღეს ჩამოვა და დუდუ დადიანის მემორიალს დაესწრება. სწორედ ამ ვიზიტისას უნდა გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ილიას ზუროსთან. რა ვადიანი იქნება, ამაზე უახლოეს ნომრებში შეგატყობინებთ.

ზუროსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 24 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიაში უწევს გასვლითი შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ