ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
აქ რაღაც საგანდაშო ხდება. ვიქტორი გულით იყო ყოველ|თვის მოედანზე და არაა ის კაცი ვინც სამშობლოს უარი უთხრას მაშინ, როცა მას ძალიან სჭირდება. არადა რეალურად ასე ხდება........
1
14 სექტემბერი 2017 10:09
1
ნამდვილი მწყემსი როდის იყო თავის ფარას მგლებს უტოვებდა???ვიქტორისა და სხვათა საქციელი უარყოფითია,ვნახოთ ზუროსი რას იზამს,დარჩება, თუ-არა.
oto
14 სექტემბერი 2017 00:45
2
ნაკრებიდან წასვლა თავიანთი საქმეა, მაგრამ ნუთუ არცერთს არ აღმოაჩნდა სურვილი გამოსათხოვარ თამაშზე მაინც გამოეთქვათ რამე. მაყურებელმა ტაშით უნდა გააცილოს საყვარელი სპორტსმენი და არა ასე ჩუმად გაიპარნონ. თუ უნდათ დარჩნენ მოსაგონარ კალათბურთელებად უნდა მსოფლიოს ციკლი ჩაამთავროს სამივემ, თუნდაც გულშემატკივრების ხათრით!
გოჩა
14 სექტემბერი 2017 11:46
4
კალათბურთის თამაშს, თუ გინდათ, 20 წლის ასაკში შეეშვით - თვენი ნებაა. მაგრამ ნ ა კ რ ე ბ ი ს თ ვ ი ს თ ა ვ ი ს დ ა ნ ე ბ ე ბ ა რა უბედურებაა!!!
გელა
13 სექტემბერი 2017 23:57
3
ზაზაზე მეტად ვიკა დაგვაკლდება:((((( ..... დარჩი რა !
გიო
14 სექტემბერი 2017 11:29
1
არც მანუჩრი და არც სანიკიძე რეალურად არ არისნ 31 წლის ბიჭები, გაცილებით მეტის არიან. ეს 90-აიანები ტრადიცია იყო ასაკის მოკლება რომ პერსპექტიულებად გამოჩენილიყვნენ, (მართლა 15-16 წლიდან კი არ თამაშობენ ნაკრებში :) )თუმცა ნაკრებისთვის არცერთს არასოდეს არაფერი დაუკლია. ასე რომ ნუ ვიტყვით რომ ნაადრევად მიდიან და დიდი მადლობა მათ ნარების წინაშე დამსახურებისათვის.
ირაკლი
14 სექტემბერი 2017 11:40
2
ჩვენ გვინდა დიქსონი დარჩეს?ესენი მიდიან და ეგ არ იტყვის მე რაღა მინდა მანდო?
Casila
14 სექტემბერი 2017 05:07
1
ძალიან კარგი. იქნებ ეხლა მაინც ვისწავლოთ ქართველებმა ადამიანების დაფასება. ევროპის ჩემპიონატის დროს 90 პროცენტ უარყოფით კომენტარებს წერდით ბიძია და აბა რა გეგონათ? ეხლა ნახავთ სანიკიძის მარკოიშვილის ფაჩულიას ცინცაძის გარეშე რას ითამაშებს ნაკრები. ეხლა ხო დავრჩით კმაყოფილები?? მარა ჩვენ რა ჭკუა უნდა ვისწავლოთ? ესა ვართ რაცა ვართ. გავცემთ 1ს და ვითხოვთ 100ს. მშვიდობით კალათბურთო.
.
14 სექტემბერი 2017 00:15
17
დარწმუნებული ვარ გამოხმაურებების გამო დაანებას თავი! ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ზოგი ადამიანი მგრძნობიარეა და ვერ იტანს უსამართლო ლანძღვას! ასე დავანგრიეთ ჩვენ "გულშემატკივრებმა" საქართველოს კალათბურთი! ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმას
aburjga
14 სექტემბერი 2017 00:48
11
16 კაცი რომ იწუნებს ამ კომენტარს,რას უწუნებთ?მისხალი ტყუილი არ არის მის სიტყვებში.გულში ჩაიხედეთ და ალალად თქვით,თქვენ მათზე მეტად გინდოდათ გამარჯვება?თქვენ ითამაშებდით ნაღრძობი ფეხით?როცა იცით,რომ იმ მომენტში,რაც შეგეძლოთ იმაზე მეტიც კი გააკეთეთ,ხალხი კი მაინც გაგინებთ,თქვენ რას იზავდით?მე ამ ბიჭებს ბოდიშს ვუხდი დაუმსახურებელი კრიტიკისათვის და მადლობას თავდადებული ბრძოლისათვის,ეს მიუხედავად იმისა,რომ ერთი აუგი არ დამცდენია მათზე,უბრალოდ მეც გულშემატკივარი ვარ და ესე იგი ერთ ერთი,ვინც მათ ლაფი შეასხა.ახლა კი ვთხოვ,თქვენი ასაკი არ არის ის ასაკი,როცა ნაკრებიდან უნდა წახვიდე,მით უმეტეს,თუ შენს ადგილზე ჯერ არ ჩანს ღირსეული შემცვლელი,ახალგაზრდებს კი სჭირდებათ კაცი,ვის გვერდითაც განვითარდებიან და თანდათანობით გადაიდგავენ ნაკრების ღირსების საკმაოდ მძიმე უღელს.ცინცაძე და ფაჩულია არ უნდა წავიდნენ ნაკრებიდან,ვიქტორის სიტუაცია კი არ ვიცი კარგად,თუ ეს ბიჭები დარჩებიან და ვიკას ფიზიკურად შეეძლება თამაში,დარწმუნებული ვარ ისიც ითამაშებს ნაკრებში,მაგრამ თუ კალათბურთს თავს დაანებებს,ან იმ დონეზე ვეღარ შესძლებს თამაშს,რასაც თამაშობდა,მაშინ სხვა რა გზაა,დიდ მადლობას გადავუხდი უზარმაზარი ღვაწლისათვის და ემოციებისათვის.თუმცა სიმართლე გითხრათ, მირჩევნია მადლობა მომავლისათვის გადავდო და ისევ მოედანზე მფრინავი ვიხილო იგი.
სოსო
15 სექტემბერი 2017 10:42
1
არც ზაზაზე დამწყვეტია გული, არც ცინცაძეზე, აი ვიკას წასვლა კი გუნდს დაშლის, ვიკა და მანუ იყვნენ ბოლო წლების ნაკრების ხერხემალი
kaxa
14 სექტემბერი 2017 12:37
2
ნაკრების გადახალისება უნდა მოხდეს, მაგრამ ასეთი რადიკალური მეთოდით არა - ვეტერანებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, ნაუცაბედად არ უნდა გადაწყვიტონ ნაკრებისათვის თავის დანებება. მწვრთნელმა მარტო რა ქნას?
მერაბი
14 სექტემბერი 2017 09:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული