ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ცინცაძის კარიერის დამთავრება არ არის დიდი პრობლემა რადგან ამ ტურნირზე ვერ იყო ფორმაში ( წინა ტურნირზე ძალიან კარგი იყო მისი და ვიქტორის დუეტი) ზაზას რაც შეეხება , ზაზა ძალიან გამოსადეგარი იქნებოდა ნაკრებში, ძალიან კარგი 3 ქულიანების მსროლელი რომ გვყავდეს, ის საქმე რასაც გოლდენ სტეიტში აკეთებს ზაზა, უბრალოდ შესანიშნავია, ვინც მის თამაშებს უყურებთ ხოლმე , ნაკრებში ეგეთი თამაში არ გამოვა, უფრო ქულებზე თამაში უწევს, ქულებს კიდევ ბევრ ვერ ყრის, უფრო სწორად რეალიზაციის % ული მაჩვენებელი არ აქვს მაღალი , ვიქტორი კი მართლაც დიდი დანაკლისი იქნება ნაკრებისთვის
ვახტანგი
13 სექტემბერი 2017 22:52
3
ვიკა, დარჩი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
14 სექტემბერი 2017 10:55
1
ჯიგრით თამაში ესაა? :) მაგრად ვგულშემატკივრობ ამ ბიჭებს მაგრამ 31 წლის რო ნაკრებზე უარს იტყი ჯობია ევრობასკეთზეც არ წასულიყავი და გაგეშვა ვინც შეაკვდებოდა პარკეტს
lasha
14 სექტემბერი 2017 09:55
1
ესენი რომ შეაკვდნენ და ასე დაუფასეს,სწორედ იმიტომ მიდიან.ცინცაძეც და ფაჩულიაც ამ ტურნირზე რაც იმ მომენტში შეეძლოთ იმის 150 %-თ იხარჯებოდნენ,ალბათ უფრო მეტითაც კი.ორივე ტრავმით თამაშობდა,ჩვენ კი მათგან იმას მოვითხოვდით,რასაც სრულიად ჯანმრთელისაგან და ნავარჯიშებისაგან ველოდით.
სოსო
15 სექტემბერი 2017 10:52
0
რა ხდება??? ესე დომინოს ქვებივით მიყოლა შემთხვევითობა არაა, შიდა სამზარეულოშია ცუდი სუნი. გაგვარკვიეთ ვინმემ
qqq
14 სექტემბერი 2017 12:39
1
უკაცრავად,მაგრამ ვიქნები კატეგორიული-როცა არ ჩანს ღირსეულად შემცვლელი თაობა,მაშინ ნებისმიერის მიერ ნაკრების დატოვებას გამართლება არ აქვს,გულშემატკივრის ღალატია!
დინო ძოფი 42 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!... და თან ურთულესი სეივი შეასრულა ბრაზილიასთან
ზაზა
14 სექტემბერი 2017 11:17
2
ვიკა არა ხარ მართალი!!! ახლა არ არის შენი წასვლის დრო!!! მოვა შენი წასვლის დრო და ვიცი ღირსეულად წახვალ, მაგრამ ახლა არ იქნება ეს ღირსეული და შენი შესაბამისი საქციელი.
bs
14 სექტემბერი 2017 11:17
2
ვიქტორ მთელი ერის სახელით გთხოვთ შენ უნდა დარჩე და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდებს, ყველას ვინც სად მოღვაწეობს ასე აკეთებს ეს არის ჩვენი ისტორიული ბედი,შერმანდინი, ცინცაძე, შენგელია, მარკოისვილი სანიკიძე, სანაძე, ბურჯანაძე, დიქსონი, ბითაძე, და ის ქართველი ამერიკულ ლიგაში რომ თამაშობს, ამ ეტაპზე ამ ბიჭებმა უნდა ვატაროთ ქართული კალათბურთის თვირთი. ზუროსთან ერთად თქვენი იმედი გვაქვს.
beqa
14 სექტემბერი 2017 11:16
1
ვიქტორ მთელი ერის სახელით გთხოვთ შენ უნდა დარჩე და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდებს, ყველას ვინც სად მოღვაწეობს ასე აკეთებს ეს არის ჩვენი ისტორიული ბედი,შერმანდინი, ცინცაძე, შენგელია, მარკოისვილი სანიკიძე, სანაძე, ბურჯანაძე, დიქსონი, ბითაძე, და ის ქართველი ამერიკულ ლიგაში რომ თამაშობს, ამ ეტაპზე ამ ბიჭებმა უნდა ვატაროთ ქართული კალათბურთის თვირთი. ზუროსთან ერთად თქვენი იმედი გვაქვს.
beqa
14 სექტემბერი 2017 11:13
1
და რატო უნდა შეგვექო,საქებარი ქნეს რამე?ჩარჩდნ ჯგუფში და ითამაშენ საზიზღარი კალათბურთი,რა არის ამაში საქებარი?მაგიტო თუ წავიდა რო კრიტიკას არიდებოდა რ ყიფილა ეგ სპორტსმენი.ჩვენ თამაში გავაკრიტიკეთ პიროვნულად არ შეხებია არავინ და მემგონი გვაქ უფლება ჩვენი აზრი ობიექტურად გამოვხატოთ
Beqa
14 სექტემბერი 2017 09:25
7
მადლობა ვიკა ყველაპრისტვის
liverpuli barselonas supermarketi.
14 სექტემბერი 2017 04:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული