ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
თუ ჩვენ უკეთეს სპეციალისტს მოვიყვანთ, მაგას რა აჯობებს? მაგრამ თუ ჩვენ ახლა რა პრობლემაც გვქონდა, იგივე სხვა მწვრთნელის ხელშიც გვექნება, ასეთ შემთხვევაში ზუროსის წასვლას აზრი არა აქვს
fff
08 სექტემბერი 2017 16:26
0
რა წასვლა ზუროს ნუ გადაგვრიე, უნდა დარჩე, ძალიან მაგარი პიროვნება და მაგარი მწვრთნელი ხარ! თუ ამის გამო მიდიხარ გეტყვი რომ შენი ტექნიკურებით გამოწვეულმა ბრაზმა სულ რამდენიმე წუთში გამიარა :))))
B-52
08 სექტემბერი 2017 21:50
0
არა მგონია სწორი იყოს მისი წასვლა, სახვეწარი არაფერია, მაგრამ ორივესთვის, საქართველოა ნაკრებისთვისაც და ზუროსისთვისაც სჯობია მისი დარჩენა
Bavaria
08 სექტემბერი 2017 17:49
2
მის ხელში ხელში ნაკრები სხვანაირად ათამაშდა და თან 7 კაცით..ბოლო სამი თამაში 6 კაცითაც მოკლედ მეც ვემხრობი მის დარჩენას.
08 სექტემბერი 2017 22:59
0
ამ კაცს ეს კონტრაქტი გაუუქმეთ და ახალი კონტრაქტი გაუფორმეთ, თან ისეთი რომ არსად წასვლა აღარ მოუნდე. დამიჯერეთ ასეთი პროფესიონალი მწვრთნელი არცერთ სპორტის სახეობაში არ გვყავს. მისი მუშაობა ნაკრებში ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს 10 ქულიანი სისტემით 9 ქულა ეკუთვნის. ბრავო ილიას ზუროსს და ჩვენ ბიჭებს, არსად არ უნდა წავიდეს მომავალ ევრობასკეტზე უნდა გაგვიყვანოს კიდე ამ კაცმა.
roma-ni
09 სექტემბერი 2017 00:01
1
დავტოვოთ. იმსახურებს
kar
08 სექტემბერი 2017 22:19
0
დატოვეთ . მაგარი მწვრთნელია.
kar
08 სექტემბერი 2017 22:18
0
ზუროსს ჰგონია შედეგი რომ ვერ აჩვენა ჩემმა დამოძღვრილმა გუნდმა უნდა წავიდეო. არ იცის საქართველოში ეგ პრინციპი რომ არ მუშაობს. აქ გუნდები მეგულება საერთოდ მოგება რომ არა აქვთ მაგრამ მაინც იძახიან წინ მივდივართ პროგრესიაო
ზურა
08 სექტემბერი 2017 20:04
4
ზუროსი ჩავარდა, როგორც სტრატეგი. ცუდად დაგეგმა ნაკრების მზადება - ფორმის პიკზე ჩემპიონატამდე ვიყავით. მაგრამ, ზუროსი კარგი ტაქტიკოსია. გუნდმა დაცვაში თამაშს მოუმატა. აღარ ვთამაშობთ ამ ყბადაღებულ ზონურ დაცვას. ვიკა ძალიან დაგვაკლდა, განსაკუთრებით მოხსენბზე. მე, ზუროსს დავტოვებდი.
gogig
08 სექტემბერი 2017 22:04
4
ზუროსიც და კოკოშკოვიც ძლიერი მწვრთნელები არიან, მაგრამ თანამედროვე კალათბურთში სამქულიანების ერთი,ორი ჩამგდები თუ არ გყავს ცუდადაა საქმე და საერთოდ, კალათბურთელების ოსტატობაზეა დამოკიდებული ყველაფერი თორემ მე ისიც მახსოვს კოკოშკოვზე რომ ამბობდნენ,ყველაფერი ამოწურა და ახალი, უფრო ძლიერი მწვრთნელია საჭიროო,მაგრამ კოკოშკოვის გაწვრთნილი სლოვენია რას აკეთებს ყველა კარგად ვხედავთ.
მახა.
09 სექტემბერი 2017 13:16
0
სლოვენიის კონტიგენტით მე რომ დამნიშნონ მწვრთნელად ისე გავლენ:)...მგონი უმწვრთნელოთაც. მოუგოს კოკოშკოვმა ესპანეთს და მერე ვილაპარაკოთ. ეს უფრო დიდი სენსაცია იქნება, თუ ჩვენი ლიტვასთან გამარჯვება?
grisha dedakimovi
11 სექტემბერი 2017 16:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული