კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გერმანიის ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება - 36:41.

ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: მაიკლ დიქსონი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია.

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17), რაც უმთავრესად მათი მთავარი ვარსკვლავის დენის შრიოდერის დამსახურებაა (14 ქულა).

საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულა თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ მიითვალეს, 8 ქულა
ჩააგდო დუდა სანაძემ, 4-4 - გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ