კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

დუდა სანაძის ძმა სანდრო ისრაელში საზღვარზე არ დაუკავებიათ

AutoSharing Option
ფოტოზე: დუდა სანაძე და "ლელოს" ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივში
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ისრაელში, ევრობასკეტზე ჩასულ ქომაგთა ნაწილი საზღვარზე დიდი ხნით შეაყოვნეს. საბოლოოდ 31 ქომაგიდან ოცმა გადაკვეთა საზღვარი.

- ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს
- კონსულის განცხადებით, გულშემატკივრები შეაყოვნეს, მაგრამ არავინ დაუდეპორტებიათ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე დააკავეს ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმა სანდრო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"საზღვარზე, საპასპორტო კონტროლის ჯიხურთან ჩემი საბუთების შემოწმებას მაქსიმუმ 5-6 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც თელ-ავივში უპრობლემოდ შემიშვ
ეს.

მეც თბილისიდან მოწერილი შეტყობინებებით გავიგე, რომ თითქოს დავუკავებივარ. ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - უთხრა სანდრომ გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტს, რომელთან ერთადაც თელ-ავივის სასტუმროში იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ