ზაზა ფაჩულია: დიდი ალბათობით, ეს ჩემი ბოლო ევრობასკეტია

AutoSharing Option
basket-infos.com-მა ისრაელში მყოფ საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა:

"დიახ, ჩემთვის ეს ტურნირი უდიდესი მოტივაციაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ რამდენიმე ჩვენგანი ბოლო ევრობასკეტს თამაშობს და მეც ალბათ, მათ შორის ვარ.

სისტემა შეიცვალა და მომდევნო ევრო 4 წლის მერე იქნება, მე კი იმ დროისთვის 37 წლის ვიქნები. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი ბოლო ტურნირია. ეს ამბავი კი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

კიდევ ერთი ისაა, რომ ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ქვეყანაში - ისრაელში ვთამაშობ და თუ პლეი-ოფში გავალთ, თურქეთში გადავალთ, სადაც წლების
განმავლობაში ვთამაშობდი და იქაური ფანების გულშემატკივრობა მომენატრა".

ფაჩულიას NBA-ს სეზონის ის ეპიზოდი შეახსენეს, როცა მასთან ორთაბრძოლაში კავაი ლეონარდი დაშავდა და ეს "სან ანტონიოს" ფანებმა ზაზას დააბრალეს. ასევე, "ბოსტონის" ფანების საქციელი, რომელთაც აიზია ტომასის მაისურები დაწვეს, როცა იგი "კლივლენდში" გადავიდა.

"ეს აღმაშფოთებელი იყო, ასეთ ფანებს პატივს არ ვცემ. მე მათ იდიოტები ვუწოდე. ეს სპორტია, სადაც ტრანსფერები ხშირად ხდება. წლეულს მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვიყავი კავაის ტრავმის გამო. ზოგიერთი ყველაფერს ძალიან სერიოზულად იღებს, ბევრი უსაქმურია, რომელთაც აღარ იციან, დრო რაში დახარჯონ. მათი ცხოვრება სოციალურ მედიაში ნეგატიური პოსტების წერაა, მაგრამ ეს ლუზერების ცხოვრებაა.

უნდა იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით, შეცვალო რაღაცები, იყო პოზიტიური და არ დახარჯო დრო სოციალურ მედიაზე.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო სოციალური აქტივობის შეწყვეტა, ყველა აპლიკაცია წავშალე", - ამბობს ზაზა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი, რამე პარტია გახსენი შენცა. ვიშიმშილებთ, გვერდზე დაგიდგებით.
გიჟუა
20:35 31-08-2017
0
ძალიამ დიდი შეცდომა იქნება გულშემატკივართან კომუნიკაციის შეწყვეტა.მაგის გარეშე ყოველთვის წაგებული დარჩები/
სოსო
23:18 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული