NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი

AutoSharing Option
"კლივლენდი" გახდა პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონის საწყისი 10 მატჩი ისე ჩაატარა, რომ თითოეულში მინიმუმ 10 სამქულიანი ჩააგდო.
"შარლოტთან" მატჩში (100:93) კლივლენდელებმა 14 სამქულიანი მოათავსეს მეტოქის კალათში, აქედან ექვსი ჩენინგ ფრაიმ ჩააგდო.

ლებრონი 23-ე
"კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა "შარლოტის" წინააღმდეგ ერთი ჩაჭრა მიითვალა, რომელიც 1667-ე იყო მის კარიერაში. ჯეიმსმა ფეტ ლევერს გაუსწრო და ყველა დროის სიაში 23-ე ადგილზე გადავიდა.

უესტბრუკის მე-40 სამმაგი
"ოკლაჰომა-სიტის" მცველმა რასელ უესტბრუკმა "ორლანდოს" წინააღმდეგ (117:119) რამდენიმე სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა.

ჯერერთი, რასელმა 41 ქულა, 10 მოხსნა და 16
შედეგიანი პასი დააგროვა, რითაც ამ სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა (ამდენივე აქვს ლიგის ყველა მოთამაშეს ერთად აღებულს). გარდა ამისა, ეს სამმაგი დუბლი მე-40 გახდა უესტბრუკის კარიერაში. აქამდე ასეთი მიღწევით მხოლოდ შვიდი მოთამაშე დაიტრაბახებდა.

მაგრამ არის ერთი უსიამოვნო მომენტი. აქამდე "ოკლაჰომამ" მოიგო ზედიზედ 20 მატჩი, რომლებშიც უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა. და ეს სერია შეწყდა.

და კიდევ, უესტბრუკი მეორე მოთამაშეა ოსკარ რობერტსონის შემდეგ, ვინც სეზონის პირველ 10 მატჩში 300-ზე მეტი ქულა და 100-ზე მეტი შედეგიანი პასი შეაგროვა.

პირადი რეკორდები
"ორლანდოს" ფორვარდი სერჟ იბაკა პირველად ჩავიდა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანელმა კონგოელმა კარიერაში პირველად დააგროვა 30-ზე მეტი ქულა, გარდა ამისა, 0.4 წამით ადრე, სწორედ მან ჩააგდო ბაზერ-ბიტერი.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც გუშინ კარიერის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა, "მინესოტას" ფორვარდი ენდრიუ უიგინსია. მან 47 ქულა ჩაუგდო "ლეიკერსს" (125:99).

შედეგიანობის პირადი რეკორდი ჰქონდა უიგინსის თანაგუნდელს ნემანია ბიელიცას. სერბმა კარიერაში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და 28 ქულა დააგროვა.

კლივლენდი-შარლოტი 100:93
32:22, 20:32, 19:18, 29:21
კ: ფრაი (20), ირვინგი (19), ჯეიმსი (19+8 მოხსნა+8 პასი), ლავი (17+11 მოხსნა), შამპერტი (15), ტომპსონი (4+12 მოხსნა).
შ: უოკერი (21), მარვ. უილიამსი (16), ბატუმი (15+9 მოხსნა+7 პასი), კიდ-გილკრისტი (11+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-ორლანდო 117:119
13:27, 34:30, 37:25, 33:37
ოკლ: უესტბრუკი (41+12 მოხსნა+16 პასი), კანტერი (16+8 მოხსნა), რობერსონი (14+4 დაფარება), ადამსი (13+10 მოხსნა), ოლადიპო (12).
ორლ: იბაკა (31+9 მოხსნა+4 დაფარება), პეიტონი (23+7 მოხსნა+9 პასი), ფურნიე (21), ოგასტინი (12), გორდონი (12), გრინი (11).

მინესოტა-ლეიკერსი 125:99
36:27, 33:19, 18:26, 38:27
მ: უიგინსი (47), ბიელიცა (24+8 მოხსნა), თაუნსი (22+12 მოხსნა), ოუბიო (10+10 პასი), პეინი (10).
ლ: უილიამსი (17), კლარკსონი (14), რენდლი (14), დენგი (13), ინგრემი (10).

გ. სტეიტი-ფინიქსი 133:120
28:32, 34:27, 37:33, 34:28
გ-ს: კარი (30+6 პასი), ტომპსონი (30), დურანტი (29+9 მოხსნა), გრინი (14+7 მოხსნა+11 პასი).
ფ: ბლედსოუ (20), უორენი (20), ბუკერი (19), დადლი (14), ბარბოზა (11), ნაითი (10).

პორტლენდი-დენვერი 112:105
20:28, 30:29, 36:15, 26:33
პ: ლილარდი (32+8 მოხსნა+6 პასი), მაკალუმი (21), ჰარკლესი (17), ტერნერი (14), ლენარდი (11), პლამლი (11+9 მოხსნა).
დ: გალინარი (19+7 მოხსნა), მიურეი (19), ჩენდლერი (18+7 მოხსნა), ფარიდი (18+14 მოხსნა+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული