NBA: სტივენ კარის ანტირეკორდი

AutoSharing Option
- "მაიამი ჰიტის" მცველმა დუეინ უეიდმა, რომელიც ექსპერტის რანგში არჩევდა "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" მატჩს ABC-ის ტელეარხზე, თავი აარიდა მომავალი კარიერის შესახებ კითხვაზე პასუხს.

"ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება. როცა თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება, ლაპარაკი ჩემსა და "მაიამიზე" საკმარისზე მეტი იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი ივლისში მოხდება, ახლა კი მინდა ფინალზე ვიყო კონცენტრირებული", - განაცხადა უეიდმა.

- "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა დაიცვა თავისი გუნდის ლიდერი სტივენ კარი, რომელმაც ფინალების ანტირეკორდი დაამყარა აცილებული სამქულიანების რაოდენობით - ასეთი სროლა სეზონის MVP-ს ერთბაშად 13
დაუგროვდა.

"არავინ დაზღვეული არ არის წარუმატებელი მატჩისგან. მინახავს აღიარებული ვარსკვლავების, მაგალითად, მაიკლ ჯორდანის ან ტიმ დანკანის ანალოგიური მატჩები. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ აღარ განმეორდება", - განაცხადა "უორიორზის" დამრიგებელმა.

- თითქმის გადაწყვეტილია "ფენერბაჰჩეს" ფორვარდის, ნემანია ბიელიცას ოკეანის გაღმა გამგზავრების საკითხი. "მინესოტას" მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროლიგის MVP-სთან კონტრაქტის გაფორმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული