ბლეიკ გრიფინს ციხე ემუქრება

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" მოთამაშეს, ბლეიკ გრიფინს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება მამაკაცის ცემისთვის. ინციდენტი ლას ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. კალათბურთელს უკვე წაუყენეს ბრალი.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ოქტომბერში ლას ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში გრიფინმა მხარზე სტაცა ხელი მამაკაცს და სახეში გაარტყმა იმის გამო, რომ მან კალათბურთელის ტელეფონით გადაღება სცადა.

მაქსიმალური სასჯელი, რომელიც გრიფინს ემუქრება - ექვსთვიანი პატიმრობაა. საქმის პირველი განხილვა 8 დეკემბერს არის დანიშნული.

როუზი უკვე წასვლაზე ფიქრობს
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა ჟურნალისტებს აუხსნა - რატომ ატარებს მცირე დროს მოედანზე და
რატომ გამოტოვა მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი.

"ვიცი, ბევრს არ მოსწონს, როცა ხშირად მხედავენ ტრიბუნებზე და არა მოედანზე, მაგრამ მათ არ იციან, რა მიზეზით ვტოვებ მატჩებს.

იძულებული ვარ, ვიფიქრო არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ შორს, მომავალში გავიხედო. ვფიქრობ იმაზე, რა მელოდება საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, როცა მომიწევს საქმიან შეხვედრებსა და ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება.

არ მინდა, შვილის გამოსაშვებ საღამოზე მთელ სხეულში ტკივილებით მივიდე იმის გამო, რომ წარსულში ზედმეტი მატჩი ჩავატარე. ვსწავლობ სხვანაირად ცხოვრებას და ფრთხილად ყოფნას", - ამბობს როუზი ESPN-თან კომენტარში.

"კლიპერსი" უორლდ პისზე დაფიქრდა
ამერიკული პრესის ინფორმაციით, "ლოს ანჯელეს კლიპერსი" გამოცდილი ფორვარდის, მეტა უორლდ პისის გადაბირებით არის დაინტერესებული. კალათბურთელი ამჟამად ჩინეთის ლიგაში კლუბ "სიჩუანის" ღირსებას იცავს.

თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, უორლდ პისი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩინეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაბრუნდება. ეს თებერვალში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უორლდ პისი "ნიუ იორკის" რიგებში თამაშობდა. მან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.8 ქულა და 2.0 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული